"საგანგაშოა, რომ "თიბისი ბანკი" სურვილების ასრულებას პარტნიორების ქონების დატაცებით იწყებს", - ასეთ შეფასებას აძლევს "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი მმართველი და დამფუძვნებელი ანზორ ქოქოლაძე "თიბისი ბანკის" მიერ "ელიტ ელექტრონიქსის" 55% - იანი წილის 116 ათას ლრად შეძენის ფაქტს. ქოქოლაძემ ეს განცხადება სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი განცხადებით, "თიბისი ბანკმა" 5,5 მილიონ აშშ დოლარად დაგირავებული "ელიტ ელექტრონიქსის" 55%-იანი წილი არაკეთილსინდისიერად, თითქმის უფასოდ 116 ათას ლარად ოფიციალურად გადაიფორმა.
ქოქოლაძისვე თქმით, მისი პროგნოზი "თიბისის" მიერ კომპანიის წილის მითვისების თაობაზე გამართლდა. ამიტომ ის საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესმენს აფრთხიელბს, რომ "თიბისი ბანკი" არასაიმედო პარტნიორია და საკუთარი სურვილებს პარტნიორების ქონების დატაცებით ისრულებს.
ქოქოლაძისვე განცხადებით, მისი 14 წლიანი მმართველობის დროს "ელიტ ელექტრონიქსს" ბანკებთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები არასოდეს დაურღვევია. ამ უკანასკნელმა კრედიტის პირობები მხოლოდ "თიბისი" ბანკის" მიერ მენეჯმენტის საკუთარი თანამშრომლებით ჩანაცვლებიდან 20 დღის შემდეგ, ახალმა მენეჯმენტმა შეგნებულად დაარღვია.
მისივე განცხადებით, აღნიშნული არაკეთილსინდისიერი ქმედება "თიბისი ბანკმა" მისი შვილობილი კომპანიის, "თიბისი ბროკერის" მეშვეობით განახორციელა, რომელმაც "ელიტ ელექრონიქსის" აქციათა 55% - 116 358,55 ლარად შეაფასა
"ელიტ ელექტრონიქსის" დაპატრონებას, რომ წინასწარ გეგმავდა "თიბისი ბანკი" ამას ისიც ადასტურებს, რომ მან "ელიტ ელექტრონიქსს" 500,000 ლარის სესხის ვითომდა გადაუხდელობის შემდგომ მისცა ახალი სესხი, რომელიც უზრუნველყო იგივე ანზორ ქოქოლაძის წილით მისი დასტურის გარეშე, რაც არალოგიკურია, რადგან თუ "ელიტ ელექტრონიქსმა" ვერ მოახერხა არსებული სესხის დაფარვა, მასზე დამატებითი, ახალი სესხი რატომ გაიცა", - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.
შეგახსენებთ, რომ ანზორ ქოქოლაძეს 15 მარტს საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჰქონდა სარჩელი აქციების გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით. მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე "თიბისი ბანკმა" აქციების 55% 7 მაისს ფარულად მაინც გადაიფორმა და ამის შესახებ ანზორ ქოქოლაძეს მხოლოდ 28 მაისს ამცნო, რათა არჩევნების ხმაური გადაეფარა. ამჟამად ანზორ ქოქოლაძემ სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა, რომელშიც აქციების 55% გასხვისების შესახებ გარიგების გაბათილებას მოითხოვს.
აქციების დარჩენილი 45% -დან 30% "ბანკ რესპუბლიკას" ეკუთვნის, ხოლო 15% ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაშია.