თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი X-ზე.
“საგანგაშო ცნობები მოვისმინეთ დაკავებულთა ოჯახებისგან. თუ საქართველო ამჟამინდელ გზაზე დარჩება, ის რისკის ქვეშ დააყენებს თავის მომავალს ევროკავშირში და გერმანიასთან ურთიერთობებს გააუარესებს. ამ გულწრფელ შეფასებას საქართველოსადმი პატივისცემისა და მეგობრობის გამო ვაჟღერებ, რაც ყველამ იცის ჩემგან და კარგად დოკუმენტირებულია… ნათლად რომ ვთქვა: გერმანიის მთავრობაზე 39 წელია ვმუშაობ და ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ - არა რაიმე გამოგონილი "დიფ სთეითისგან"”, - წერს ელჩი.