ოფიციალური თბილისის მტკიცებით, რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხე ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
"პროვოკაციებისგან დაცული არ ვართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ საფრთხეებზე საუბარი არ არის", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან, რუსეთის მიერ შეიარაღების 4-ჯერ გაზრდის საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, კომპეტენტური უწყებები "რუსეთის ყველა გადაადგილებას შეისწავლიან".