აშშ-ის შტატ ლუიზიანა-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შრივპორტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთა ასაკი ერთიდან 14 წლამდეა. იუწყება BBC
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 05:00 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ერთმა შეიარაღებულმა პირმა ათ ადამიანს ესროლა.
სროლა ქალაქის რამდენიმე ადგილას — ორ სახლსა და კიდევ ერთ ახლომდებარე შენობაში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ ავტომობილი გაიტაცა და გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ დევნისას გაანეიტრალა.
სროლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა; მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობილია, რომ დაღუპული ბავშვები სავარაუდო დამნაშავის ნათესავები იყვნენ. პოლიციის თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.