ირანნა უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე, რადგან ამერიკულმა მხარემ ირანის პორტები დაბლოკა.
ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება.
მედიის ინფორმაციით, თეირანი უარს ამბობს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე ვიდრე აშშ არ მოხსნის ირანის პორტებზე დაწესებულ საზღვაო ბლოკადას.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომმოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართებოდა. აშშ-ის დელეგაციას, რომელიც ხვალ პაკისტანში უნდა ჩასულიყო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურება.