აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ომამამ ჟენევაში "ექვსიანის" ირანთან გამართული შეხვედრის პირველი შედეგების შეფასებისას, მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებას კონსტრუქციული უწოდა.
თუმცა თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა მოითხიოვა, რომ ირანის საქმეები და სიტყვები ერთმანეთიდან არ განსხვავდებოდეს და ირანმა შეასრულოს პორბა, რომლის მიხედვითაც ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ატომური ენერგის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეუფერხებელი მისვლა იმ თავის საიდუმლო ქარხანაში სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს.
ობამა თეირანს აფრთხილებს, რომ საერთაშორისო საზოაგდოების მოთბინება უსაზღვრო როდია. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი ირანი თავის პირობას არ შეარულებს, აშშ ფუჭ მოლაპარაკებებს აღარ გაგრძელებს. ამ შემთხვევაში ობამა,პირობას დებს, რომ აშშ სხვა მოქმედებებს მიმართავს _ პრეზიდენტს მხედველობაში ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ ახალი სანქციების შემოღება აქვს.
ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ირანი თავის სიტყვებს კონკრეტულ ნაბიჯენსაც მოაყოლებს ეს ირანს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საბაბი გახდება. ასე რომ თავისი გამოსვლით აშშ-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მიუთითა, რომ მან ირანისაგან შესაბამისი მიმართულებით "კონკრეტული ნაბიჯების" გადადგმა უნდა მოითხოვოს.
თავის გამოსვლაში ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ირანის უფლებას აითვისოს ბირთვული ენერგია მშვიდობინიანი მიზნებით. ობამა ასევე აღნიშნავს, რომ ირანმა თავისი მშვიდობიანი მიზნები იმით უნდა დაამტკიცოს, რომ თავისი დაბალგამდიდრებული ირანი სხვა ქვეყანას, მისი შემდგომი დამუშავებისათვის გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები