საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ცნება "დაკარგული ტერიტორიები".
"არ ვიზიარებ ცნებას "დაკარგული ტერიტორიები". დაკარგული ტერიტორიები არის ვიღაცის ტვინში _ ეს არის საქართველოს ტერიტორია. უბრალოდ, დროებით არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. მათ ვერ უნდა გატეხონ სახელმწიფოებრიობის ღერძი. ვისაც დაკარგულ ტერიტორიებზე სურს საუბარი, ილაპარაკოს სადღაც ბნელ კუთხეში და ვისაც სჯერა, რომ ტერიტორიები არ დაკარგულა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ერთიანი სახელმწიფო, როცა დადგებით ფეხზე, ის ხალხი გაგვატარონ წინ", _ აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, შარშან მტერს საქართველოს იმედის განადგურება უნდოდა, არ გამოუვიდა.
"ის, რაც დაბომბა, აღვადგინეთ რამდენიმე კვირაში. რაც მიტაცებულია, დაბრუნდება. გუშინდელი დასკვნიდანაც ჩანს, რომ რუსეთი ყველაფერში ტყუის და ყველაფერში ცდება და ერთი გრამი იურიდიული საფუძველი არ იყო მისი მოქმედებისა", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.