"სამართლიანი საქართველოსთვის" თავჯდომარე ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველომ საბოლოოდ თქვას უარი.
"სააკაშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად გვაშორებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივას. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის შენდება კედელი, რომელიც დროსთან ერთად უფრო მეტად გასქელდება და ამაღლდება. სააკაშვილის პოლიტიკა იქით არის მიმართული, რომ ამ ტერიტორიებზე საქართველომ საბოლოოდ თქვას უარი. მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების შენარჩუნება, ვიდრე საქართველოს მთლიანობა", - აცხადებს ნოღაიდელი.