თურქმენეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს მეგობარ ქვეყანას და ძალზე სერიოზულ პარტნიორს წარმოადგენს. ამის შესახებ "რეგნუმის" ინფორმაციით, თურქემენთსა ავღანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე აქედან, თურმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გააქტიურება მნიშვნელოვანი ამოცანაა.
"მადლიერი ვართ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მტკივნეული საკითხების განხილვისას, თურქემენეთი არასოდეს ივიწყებს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს - ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ მსგავსი ორმხრივი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა საქართველოს ელჩმა.
მისი თქმით, 2009 წლის 13 ივლისს აშხაბადში გამართულმა საქართველო თურქემენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომამ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ახალი იმპულსი მისცა.
"ქართული მხარე მზადაა მეორე სხდომა უახლოეს მომავალში თბილისში გამართოს. თურქემენთსა და საქართველოს შორის 2009 წელს საქონელბრუნვამ 430 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც თურქმენეთის ექსპორტმა საქართველოში 399.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან იმპორტმა 30.8 მლნ აშშ დოლარი", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, თურქმენეთში ასევე იზრდება მოთხოვნა ისეთ ტრადიციულ ქართულ პროდუქტებზე, როგორიცაა ჩაი და მინერალური წყალი, ასევე არის ინტერესი ქართულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე.
როგორც ელჩმა განაცხადა, არსებობს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებიც.