სირიის ახალმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ განაცხადა, რომ იგი განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმას პალესტინელების ღაზიდინ გადასახლებისა და სექტორზე კონტროლის დამყარების შესახებ "სერიოზული დანაშაულია, რომელიც საბოლოოდ ვერ განხორციელდება".
„მე მჯერა, რომ ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ხალხის განდევნას თავისი მიწიდან. ბევრმა ქვეყანამ სცადა ამის გაკეთება და ყველა მცდელობა ჩაიშალა, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ღაზაში ომის დროს. ეს არ იქნება არც ბრძნული, არც მორალურად ან პოლიტიკურად გამართლებული. ამ კონფლიქტის 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათი გადასახლების ყველა მცდელობა ჩაიშალა“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარამ.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაამყარებს კონტროლს ომის შედეგად განადგურებულ ღაზის სექტორზე და განავითარებს მას ეკონომიკურად მას შემდეგ, რაც პალესტინელები სხვაგან გადასახლდებიან. მისი თქმით, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ.