აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ევროპაში უახლოესი ვიზიტის დროს რუსეთში ჩასვლას არ აპირებს.
ამის შესახებ სამშაბათს, Bloomberg-ი ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, კელოგი ჩავა ევროპის ქვეყნებში, რადგან ის ამზადებს უკრაინაში ომის დასრულების განხილვის ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ ტრამპს უახლოეს კვირებში წარუდგენს.
კერძოდ, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც გაიმართება 14-16 თებერვალს, ასევე ეწვევა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს, სადაც განიხილავს ვაშინგტონის მოკავშირეებთან ომის დასრულების გეგმის დეტალებს.
Reuters-ის ცნობით, მიუნხენში კონფერენციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ ტრამპის გეგმას გაზარდოს ამერიკული იარაღის შესყიდვა ევროპელი მოკავშირეების მიერ უკრაინაში გასაგზავნად, რამაც უნდა გააუმჯობესოს კიევის პოზიცია რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
მოსალოდნელია, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხი ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს დადგება.
გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, საუბარი შეიძლება იყოს ევროპელი პარტნიორების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე.