თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიგი უგულავა საქართველოს საქმიან ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე უგულავამ ასოციაციის წევრებს თბილისელი ქალების დასაქმებასა და მათთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნაზე ესაუბრა.
"თბილისში განსაკუთრებით მწვავე და პრობლემატურია ქალების დასაქმების საკითხი. იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს უფრო მამაკაცების დასაქმება ხდება. ამიტომ ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ქალებისთვის", - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.
მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი ასოციაციის წევრ ქალებს ორგანიზაციაში არსებული პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა.