პარტია "სოლიდარობამ" ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
თავაზ ვაშაძის გუნდის მიერ მომზადებული, თბილისის ეკონომიკური პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპზეა დაფუძნებული - ქალაქის ბიუჯეტის ავტონომიურობა, მისი პრიორიტეტულობა და ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯვის საზოგადოებრივი მონიტორინგის უზრუნველუყოფა.
პარტიის წევრების თქმით, ამ სამი პუნქტის შესრულების შემთხვევაში, თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
"დღეს თბილისის ბიუჯეტი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტზე. თითქმის 80 % არის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი. თბილისის ბიუჯეტის მთავარ შემოსავალს ქონების გადასახი წარმოადგენს. ჩვენი გეგმაა, მოხდეს თბილისის ეკონომიკური სუბიექტებიდან საშემოსავლო და მოგების გადასახადების წილობრივი გადანაწილება სახელმწიფო და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა სოლომონ პავლიაშვილმა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.
თამაზ ვაშაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამა 5-და მეტშვილიანი ოჯახებისთვის ბინების უსასყიდლოდ გადაცემასაც ითვალისწინებს.