სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება პრეზენტაცია საქართველოში ბიზნესმენთა ახალი გაერთიანების _ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შექმნის ინიციატივის შესახებ.
ბიზნეს ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიზნის მისაღწევად გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობის მიღებით და მასში გაწევრიანებით, მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება ბიზნეს ასოციაცია, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება, როგორც წევრი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის", _ განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ბიზნეს ასოციაციაში.