დღეს, 26 მაისს, ბორჯომში მდინარე მტკვარზე გაიმართება საქართველოს მე-3 ჩემპიონატი ჯომარდობაში პროფესიონალთა შორის. შეჯიბრი ჩატარდება 4 დისციპლინაში: სწრაფდაშვება ანუ სპრინტი, წყვილთა შეჯიბრი ანუ ჰეად ტო ჰეად, სლალომი, დაშვება გრძელ დისტანციაზე.
"ჩემპიონატში წინა წელთან შედარებით მცირე ცვლილება იქნება დასწრაფდაშვება ამჯერად დვირი-ჭითახევის მონაკვეთზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებული გუნდი, რომელიც ოთხი დისციპლინის შედეგებით გამოვლინდება მომავალ წელს პროფესიონალთა შორის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა. ასე, რომ გულშემატკივარს ლამაზ და დაძაბულ სანახაობას ვპირდებით. მტკვარი ადიდებულია, რაც წინაპირობაა იმისა, რომ შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართება", _ განაცხდა ფედერაციის თავმჯდომარემ არჩილ ჯაკობიამ.
ჩემპიონობისთვის კი 7 გუნდი იბრძოლებს: "რაფტინგ-ჯი", "ქუთაისი", "ბორჯომი", კლუბი "ჯომარდელი", სათავგადასაცლო კლუბი "ედვენჩერ ჯორჯია", "კ-52" და "მედ-რაფტი".
ტურნირი ერთ დღიანია და იმართება დაცვის პოლიციისა, კომპანია "პრაიმ ფიტნესის" მხარდაჭერით, ასევე ბორჯომის გამგეობის დახმარებით. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია და ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.