უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ დონალდ ტრამპი მოახერხებს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას, ის ვლადიმირ პუტინს შესთავაზებს ტერიტორიების გაცვლას - ოკუპირებული უკრაინის მიწების კურსკის ოქლის იმ ნაწილზე, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ერთ ტერიტორიას მეორეში გავცვლით“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის რუსეთის მიერ ოკუპირებული მიწების რა ნაწილს მოითხოვს უკრაინა სანაცვლოდ: "არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, აქ პრიორიტეტი არ არსებობს".