აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ მას ძალიან კარგად ესმის იმ ადამიანების, რომლებიც რუსულ "როსნეფტსა" აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ნავთობის მოპოვებას ეხება შეშფოთებას გამოხატავენ და აფხაზეთის ეკოლოგიასთან დაკავშირებით ღელავენ.
"მე არ ვარ ბარბაროსი, რომელიც ეკოლოგიის დაბინძურებისაკენ ისწრაფვის. მე სხვაზე ნაკლებად როდი მაღელვებს ეკოლოგის პრობლემები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ნავთობის მოპოვებითი სამუშაოებით თითქმის ყველა ქვეყანაა დაკავებული. რუსეთი მაგალითად ტუაფსეში ჭაბურღილებს ამონტაჟებს", _ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი და აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საბჭოური მონაცემებით, აფხაზეთის სანაპიროზე ნავთობის დიდი მარაგია.
"თუ ჩვენ მოვილაპარაკებთ, რომ შავ ზღვაში არ ღირს ნავთობის მოპოვება მე ორივე ხელით მივემხრობი ამას. მაგრამ, თუკი ყველა ჩვენს ირგვლივ გააგრძელებს ამ სამუშაოებს ჩვენ ვერ დავრჩებით განზე. არადა, ნავთობის დიდი მარაგი, ჯერ კიდევ საბჭოური მონაცემებითაც, სწორედ აქ იმყოფება", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში.