ეგვიპტის ფარაონის ტუტანჰამონის სამარხში აღმოჩენილი ხანჯალი მეტეორული წარმოშობის ლითონისგან დამზადდა, - აცხადებენ მეცნიერები.
საბრძოლო იარაღი ოქროს საჭიდით და ოქროს ხანჯლის პირი ფერადი ორნამენტებით ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან - ფრთების მოხატულობით, ამჟამად ეგვიპტის მუზეუმშია გამოფენილი.
ხანჯალი ერთ-ერთი საგანია, რომელიც ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს 3,3 ათასი წლის წინ დაკრძალული ტუტანჰამონის სამარხის გათხრებისას იპოვნა.
მაშინ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ხანჯლის პირმა, რომელსაც ჟანგი არ ჰქონდა მოკიდებული. ამგვარი ნაკეთობა იშვიათი იყო ძველ ეგვიპტეში.
იტალიელმა და ეგვიპტელმა მეცნიერებმა რენტგენის მეშვეობით საფუძვლიანად გამოიკვლიეს ლითონის შემადგენლობა.
”ნიკელის მაღალი შემადგენლობა ზუსტად მიუთითებს, რომ მეტალი მეტეორული წარმოშობისაა”, - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი დანიელა კომელი.
მკვლევარები აზუსტებენ, რომ რკინის რაოდენობითი შემადგენლობა ნიკელთან და კობალტთან ერთად ადასტურებს რომ მეტალი არამიწიერი წარმოშობისაა.
მეცნიერებმა ასევე შეიოწავლეს წითელი ზღვის ეგვიპტის სანაპიროს 2000კმ-იან რადიუსში ჩამოვარდნილი მეტეორები და დაადგინეს, რომ ერთ-ერთის ნიკელისა და კობალტის შემადგენლობა ზუსტად ემთხვევა ტუტანჰამონის ხანჯლის შმადგენლობას. ეს მეტეორი ალექსანდრიიდან 240 კმ-ში ჩამოვარდა.
მეცნიერების მტკიცებით, ძველმა ეგვიპტემლებმა იცოდნენ რომ ციდან მეტალიც ცვივა, რითაც მათ დასავლეთის კულტურას 2 ათასზე მეტი წლით გაუსწრეს.