წლის ბოლოს ძველი გორი იერსახეს შეიცვლის _ სიღნაღისა და ქუთაისის შემდეგ ქალაქის ისტორიული ცენტრის მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ შიდა ქართლის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა. ბაქრაძე ადგილობრივებს გორის კულტურის ცენტრში შეხვდა.
ბაქრაძე აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ ქალაქში ტურისტები მომრავლდებიან, განვითარდება ადგილობრივი ეკონომიკა რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
შეხვედრაზე სხვა სოციალურ საკითხებზედაც ისაუბრეს, მათ შორის იყო სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეაჯამა. ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომლებიც ისევ მოუგვარებელი რჩება.
"გასაკეთებელი ნამდვილად უფრო მეტია გორში, შიდა ქართლშიც და მთლიანად საქართველოში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, რა უნდა გაკეთდეს მომავალი წლების განმავლობაში, როგორ უნდა გადაიჭრას პირველი და მთავარი პრობლემა რაც არის დასაქმება და უმუშევრობა", _ განაცხადა ბაქრაძემ.