უკრაინული კომპანია "პრო-მოვა" წინასაარჩევნო პერიოდში მედიამონიტორინგის კიდევ ერთ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. სოციალური კვლევის კომპანია შვიდ ქართულ ტელევიზიას აკვირდება, მათ შორის "რუსთავი 2", "იმედს", საზოგადოებრივ მაუწყებელს, "კავკასიას", "მეორე არხს", "მაესტროს" და "აჭარას".
პირველადი შედეგები "პრო-მოვას" უკვე გამოქვეყნებული აქვს. ხოლო რაც შეეხება აპრილის თვის შედეგებს, "პრო-მოვა" ეყრდნობა სამ ქართულ კომპანიას. შედეგების მიხედვით, არის პროგრესი და როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ტელეკომპანია მეტ-ნაკლებად ცდილობს იყოს დაბალანსებული.
კვლევა მიმდინარეობს სამი მიმართულებით. ეს არის საინფორმაციო, რეკლამა და თოქ-შოუები. ზოგადად, მთლიან სურათში კი აშკარაა, რომ ძირითადად დომინირებს ორი კანდიდატი. ესენი არიან ირაკლი ალასანია და გიგი უგულავა. რაც შეეხება უგულავას, თავად უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის აპრილის თვის მონაცემები, როდესაც გიგი უგულავა ჯერ კიდევ იყო მერი და ამიტომ ხდებოდა მისი გაშუქება მეტად.
საბოლოო შედეგს უკრაინული კომპანია უკვე არჩევნების დასრულების შემდეგ დადებს.