"მედვედევისა და იანუკოვუჩის საიდუმლო შეთანხმებების შედეგად დნესტრისპირეთი, შესაძლოა, უკრაინის შემადგენლობაში შევიდეს, მოლდოვა კი რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნდეს", _ ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან ოლეგ ბილორუსმა განაცხადა.
"უკრაინის ახალმა ხელმძღვანელობამ დნესტრისპირეთის მიმართ ახალი პოზიცია დაიკავა. მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების დეკლარაციის მიუხედავად, უკრაინის პოზიცია შეიცვალა. საიდუმლო არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფო აუცილებლობად მიიჩნევს ასეთ პოზიციას: წაიღეთ დნესტრისპირეთი, ჩვენ კი მოლდოვა მოგვეცით", _ განაცხადა დეპუტატმა.