ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ტელევიზიის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტცეს.
„თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები.
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი“, - წერს ნოდარ მელაძე.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეო.