ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად 700 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას განიხილავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung. იუწყება.
გამოცემა ეყრდნობა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაკეთდა.
„ჩვენ გამოვყოფთ დიდ პაკეტს [უკრაინის დახმარებისთვის], რომელიც არასოდეს ყოფილა ასეთი მასშტაბის. ევროს ან კოროვირუსული კრიზისის მსგავსად, ახლა არსებობს ფინანსური პაკეტი ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს მოხდება უახლოეს მომავალში", - განუცხადა ბერბოკმა Bloomberg.-ს.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობა დიდი ძალისხმევის შედეგად დამყარდება.
„ამისთვის საჭიროა უკრაინის უსაფრთხოების ძლიერი და ხანგრძლივი გარანტიები, ძლიერი ნატო-ს ბლოკი და პროგრესი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.
როგორც ევროპელები, როგორც გერმანელები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს - უზრუნველვყოფთ სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას.
რუსეთის სრული შეჭრის შემდეგ, ჩვენ ევროპელებმა მხარი დავუჭირეთ უკრაინას მთლიანობაში 134 მილიარდ ევროზე მეტით, ხოლო მხოლოდ გერმანიან თითქმის 44 მილიარდი ევროთი,“ - განაცხადა ბერბოკმა.
მედიის ცნობით, პაკეტის დეტალები არ გამოცხადდება გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.