საფრანგეთი 19 თებერვალს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროპის ქვეყნების ლიდერების მორიგ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
Reuters-ის ცნობით, პარიზმა ოთხშაბათს შეხვედრაზე მიიწვია ევროპის ქვეყნები, რომლებიც არ ესწრებოდნენ პირველ სამიტს. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის კანადაც.
ორმა დიპლომატიურმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ მოწვეული ქვეყნებია ნორვეგია, კანადა, ბალტიის ქვეყნები, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი და ბელგია.
17 თებერვალს პარიზის საგანგებო სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის უმსხვილესი სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის - სულ რვა ქვეყნის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა.
ზოგიერთმა დედაქალაქმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ სამიტზე მიწვეულები არ იყვნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეხვედრა მას შემდეგ დააანონსა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვერ ხედავს ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
სამიტის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.