საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტებს გმობს. შესაბამისი განცხადება შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული
"დღეს ქარელის რაიონის სოფლ ტახტისძირში ამავე სოფლის მკვიდრი, 26 წლის ვახტანგ ქოქოშვილი თავის კუთვნილ ხეხილის ბაღში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს, აგროვებდა ფიჩხს. შეგროვებისას შეამჩნია ბაღში დამონტაჟებული ხელყუმბარა, თუმცა გამორიდება ვერ მოასწრო და აფეთქების შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს მშვიდობიან მოსახლეზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს რუს ოკუპანტებს, შეწყვიტონ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა", - ნათქვამია, განცხადებაში.