დღეს სასტუმრო "თბილისი - მარიოტში" თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატებისა და სლოგანების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, სასტუმროში, 7 თბილისის მერობის კანდიდატის სტენდი გამოიკრა, სადაც მერობის კანდიდატების 5 არაოფიციალურ ვითარებაში გადაღებული ფოტოსურათი იყო განთავესებული. ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალზე გიორგი ლაღიძისა და დავით იაკობიძის სტენდები წარმოდგენილი არ იყო.
ფესტივალის ფარგლებში, საარჩევნო სლოგანების კონკურსიც გაიმართა. ნომინაციაში ყველაზე დამაჯრებელი სლოგანი გიგი უგულავას სლოგანმა გაიმრჯვა - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". ჟიურის პოზიცია მისმა ერთ-ერთმა წევრმა ლალი მოროშკინამ გაახმაურა, მისი თქმით, საქართველოში გასაკეთებელი მართლაც კიდევ ბევრია. ნომინაციაში ყველაზე კრეატიული სლოგანი გია ჭანტურიამ გაიმარჯვა - "დასაქმება და დაბალი ტარიფები". ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე ლაკონიური სლოგანი ირაკლი ალასანიას აქვს - "ჩვენ შევცვლით". ყველაზე საქმიანად კი გოგი თოფაძის სლოგანი - "მოვდივარ საქმით - გპირდებით საქმეს" დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში ყველაზე ემოციური სლოგანი ჟიურის ხმები გაიყო და გამარჯვებულად ზვიად ძიძიგური ("ბრძოლა დღესვე") და ნიკა ივანიშვილი ("თბილისი ჩვენი სახლია") დასახელდნენ, თუმცა ძიძიგურმა ხსენებულ ნომინაციაში გამარჯვება "სახალხო დემოკრატებს" დაუთმო. უპრიზოდ არც "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი დარჩენილა, ძიძიგური დარბაზის სიმპათია გახდა. გამარჯვებულებს ფესტივალის ორგანიზატორებმა საჩუქრები გადასცეს.
ფესტივალის დასასრულს კომპანია "Oუტდოორ.გე"-მ თბილისის მერობის კანდიდატებისთვის ლოტოტრონი გაათამაშა, გამარჯვებულებს ხსენებული კომპანია დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში ორ ბანერს უფასოდ განუთავსებს. ლოტოტრონის გათამაშების შედეგად გამარჯვებულად გიგი უგულავა და თამაზ ვაშაძე დასახელდნენ.
ფესტივალის პარტნიორია სასტუმრო "თბილისი - მარიოტი", საინფორმაციო მხარდამჭერი კი _ "რადიოქალაქი" 101.9.