104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსულ საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათ წელს გასტანა.
საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 თებერვალს აღინიშნება. ამ დღეს, ქვეყანაში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები ეშვება.