აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების შესაძლებლობას პოტენციური „ცეცხლის შეწყვეტის“ მონიტორინგისთვის.
მისი თქმით, შეერთებული შტატები „მხარდაჭერას“ გაუწევს ამ პროცესს.
ტრამპის თქმით, ევროპული ჯარები „შეიძლება უკრაინაში სამშვიდობოების სახით შევიდნენ“.
"როგორც შეთანხმება დაიდება, მათშ ეუძლიათ თვალ-ყური ადევნონ, სწორად სრულდება თუ არა ყველაფერი. არა მგონია, ეს იყოს პრობლემა", - დასძინა მან.
ამერიკელმა ლიდერმა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში განლაგებულ ევროპულ ჯარებს, თქვა, რომ „ჩვენ გვექნება გარკვეული სახის მხარდაჭერა“.
"არა მგონია, რომ ეს იყოს პრობლემა. როგორც კი გარიგება დასრულდება, რუსეთი თავის საქმეს დაუბრუნდება, უკრაინა და ევროპა კი - თავის საქმეს", - თქვა ტრამპმა.