ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. გურია TV-ს ცნობით, კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ მათ დაუდასტურა, რომ დაღუპულია შუახნის კაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა. ნგრევის შედეგად კაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.