რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის უკრაინაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის გამო კიევში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებულია.
მედვედევის ვიზიტის პირველ დღეს უკრაინაში საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს დაახლოებით 3 ათას 700 მილიციისა და შინაგანი ჯარის თანამშრომელი, მეორე დღეს კი 2 ათას 600. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსი ვლადიმერ პოლიშჩუკი ავრცელებს.
"უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება ყველა იმ ადგილზე სადაც ოფიციალური ღონისძიებები გაიმართება. დაცული იქნება ასევე რუსული დელეგაციის სამგზავრო მარშრუტი და მათ საცხოვრებელი ადგილი", _ განაცხადა პოლიშჩუკმა.