ბრიუსელში ე.წ ბრძენთა საბჭომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია წარადგინა.
აღნიშნულ კოცეფციაზე ექსპერტები აგვისტოდან მუშაობენ. მუშაობის პერიოდში ოთხი სემინარი და სამოქალაქო და სამხედრო სექტორთან რამდენიმე კონსულტაცია გაიმართა.
საბჭოს ანგარიშში ჩამოყალიბებულია ნატოს-ს საბაზისო პრინციპები, რესურსების პრაგმატულად გამოყენების მექანიზმი, ევროპული უსაფრთხოების ახლებური ხედვა, რაკეტსაწინააღდეგო თავდაცვა, მეკობრეობისა და კიბერ იერიშის წინააღდეგ ბრძოლა და რუსეთთან თანაშმრომლობის სქემა.
ნატო-ს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმსენის განცხადებით, ანგარიშში, რომელზეც ექსპერტების ჯგუფმა მუშაობა უკვე დაასრულა, ანალიზი და რეკომენდაციებია მოცემული.
"ანგარიში დეტალური და ყოვლისმომცველია. ექსპერტებმა კონსულტაციები გაიარეს ყველა მოკავშირესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროკავშთან და ეუთოსთან. დაგპირდით, რომ ეს კონცეფცია იქნებოდა ყველაზე ღია და გამჭირვალე დოკუმნეტი ნატო-ს ისტორიაში, ექსპერტმა ჯგუფმა ეს პირობა შეარულა", - განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში.