საქართველოში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების ჩამოყვანის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მათთვის საქართველოში არსებული ვითარების გაცნობაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სმაინისტროს სიანვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი მატკავამ განუცხადა.
"ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ხანია საზღვარგარეთ წარმატებულად მუშაობენ. მოვიწვიეთ, რადგან ვანახოთ, რომ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, პროგრესი განვიცადეთ, ქვეყანა განვითარდა და უამრავი ახალი შესაძლებლობა გაჩნდა", - განაცხადა მატკავამ.
მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესმენებს კაპიტალი და ცოდნა და გამოცილება აქვთ, საქართველოში კი კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა.
"თუ ამის სინთეზს მოვახდენთ, ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები სხვადასხვა დარგებში მუშაობენ, ისინი გაეცნობიან საქართველოში ამა თუ იმ დარგში რა ვითარებაა და თუ დაინტერესდებიან, თავად აირჩევენ რა სფეროში სურთ ინვესტიციების განხორციელება", - განაცხადა მატკავამ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე მატკავამ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბიზნსმენებს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები დეტალურად გააცნო და იმ 10 მიზეზზე ისაუბრა, რომლისგ გამოც საქართველოში ინვესტიციოების განხხორციელება კარგია, მათ შორისაა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა კრიტერიუმებით მინიჭებული რეიტინგები, ასევე სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.
30-მდე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბზინესმენი საქართველოში ეკონომიკის სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი პროექტის "დაბრუნება საქართველოში" ფარგლებში იმყოფება.