"რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას არანაირი საერთაშორისო დატვირთვა არ ექნება", - ამის შესახებ დრეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსეთი ყველაფერის აკეთებს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების ლეგიტიმაციას სხვადასხვა გზებით მიაღწიოს, თუმცა მათი ქმედება უშედეგოა.
"საერთაშორისო თანამეგობრობა და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არ სცნობს. ამიტომ, რუსეთის გეგმა, რომ იგივე ხელშეკრულების და ე.წ. საელჩოების გახსნით სეპარატისტების ლეგიტიმაცია მოახდინოს უშედეგოა", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა იგეგმება.