ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო ლონდონში ყველაზე დიდი "ჰითროუსა" და "ჰათვიქის" აეროპორტები დაიხურა.
ფერფლის ღრუბელის გამო, საჰარეო მიმოსვლა მთლიანად დიდ ბრიტანეთშია შეფერხებული. რეისები გადაიდო ბრიტანეთის ასზე მეტ აეროპორტში, გარდა ამისა, ირლანდიასა და შოტლანდიაში.
როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ ვულკანური ფერფლის გამო ბრიტანეთის საჰარეო სივრცე დახურულ ზონად რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება. ფერფლის გაფანტვის სიჩქარე კი, ქარის სიძლიერესა და მიმართულებაზეა დამოკიდებული.