"ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის უპირობო შესრულების გამო, შესაძლოა, შეიქმნას თამბაქოს ადგილობრივი წარმოების საერთოდ განადგურების და ამის გამო ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე.
საკითხი ეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმ მოთხოვნას, რომლის თანახმად, ორგანიზაცია საქართველოსგან ადგილობრივი და იმპორტული წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადის გათანაბრებას ითხოვს.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, მისი მოძრაობა ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულების კატეგორიული წინაარმდეგია, რადგან ეს თამბაქოს ადგილობრივი საწარმოების გაკოტრებას და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაოს წართმევას გამოიწვევს.
იგი აქცენტს იმაზედაც აკეთებს, რომ ამავდროულად ბიუჯეტში თანხების მობილიზების პრობლემაც შეიქმნება.
როგორც თარგამაძე აღნიშნავს, "ქრისტიან-დემოკრატებს" უკვე ჰქონდათ კონსულტაციების ეკონომისტებთან და თამბაქოს მწარმოებლებთან და კონკრეტული წუნადადებებიც შეიმუშავეს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნის ადგიკლობრივი მწარმოებლების დაზარალების გარეშე ითვალისწინებს.
"ამით ადგილობრივი თამაბქოს წარმოება გაკოტრებას გადაურჩება, თამბაქოს ინდუსტრიაში არსებული ათასობით სამუშაო ადგილი შენარჩუბნდება", - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ `ქრისტიან-დემოკრატები" მათ წინადადებებს მთავრობასაც წარუდგენენ და მასზე პარლამენტშიც აქტიურ მსჯელობას გამართავენ.
თამბაქოს ადგილობრივი წარმოებიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 250 მილიონ ლარზე მეტი შედის, ინდუსტრიაში კი 8 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.