გაეროს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის, ანტე ტურენინის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებზე, პირველ ყოვლისა, კვლავ უსაფრთხოების საკითხების განხილვა მოხდება. ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდგე განაცხადა.
"ჟენევის მოლაპარაკებზე, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ საკითხი განიხილება, კერძოდ კი ამ კუთხით პროგრესი როგორ შეიძლება მიირწეს. ასევე დღის წესრიგში კვლავ დგას დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემაც", - განუცხადა ჟურნალისტებს ტურენინმა.
მისი შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში გარკვეული თემების და საკითხების განხილვა აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, "რაც საწყისი ეტაპისთვის ნორმალურია".
შეგახსენებთ, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ, რუსულ მხარეს, ასევე აფხაზ და ოს სეპარატისტებს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მე-11 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.