20 დეკემბერს პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სირიაში ოპერაცია „ქორის დარტყმის“ დაწყების შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმ დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია სირიაში ამერიკელ სამხედროებზრ თავდასხმის პასუხია.
„დღეს, აშშ-ის ძალებმა სირიაში დაიწყეს ოპერაცია „ქორის დარტყმა“, რათა გაანადგურონ ISIS-ის მებრძოლები, ინფრასტრუქტურა და იარაღის საწყობები, რაც პირდაპირი პასუხია 13 დეკემბერს სირიის ქალაქ პალმირაში აშშ-ის ძალებზე განხორციელებული თავდასხმისა,“ - განაცხადა ჰეგსეთმა.
ჰეგსეთმა განმარტა, რომ ეს ოპერაცია ომის დაყწბას არ ნიშნავს, მისი თქმით, ეს არის შურისძიება მომხდარ თავდასხმაზე.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ სპეცოპერაციის მიზეზები დაასახელა.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში მამაცი ამერიკელი პატრიოტების სასტიკი მკვლელობის გამო, რომელთა მშვენიერი სულებიც ამ კვირის დასაწყისში ამაყად მივიღე ამერიკულ მიწაზე, ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები, დაპირებისამებრ, ძალიან სერიოზულ დარტყმას ახორციელებენ ამ მკვლელობაში პასუხისმგებელი ტერორისტების წინააღმდეგ.
ჩვენ ძალიან ძლიერ დარტყმებს ვახორციელებთ ISIS-ის სიმაგრეების წინააღმდეგ სირიაში, ქვეყანაში, რომელსაც სისხლით გაჟღენთილი, მრავალი პრობლემა აქვს, მაგრამ რომელსაც ნათელი მომავალი ელის, თუ ISIS განადგურდება. სირიის მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს სირიის სიდიადის აღსადგენად, სრულად უჭერს მხარს ამ ქმედებებს.
ყველა ტერორისტი, რომელიც იმდენად ბოროტია, რომ თავს ესხმის ამერიკელებს, გაფრთხილებულია: თქვენ უფრო მძიმე დარტყმას მიიღებთ, ვიდრე ოდესმე, თუ შეერთებულ შტატებს რაიმე ფორმით თავს დაესხმებით ან დაემუქრებით,“ - განცხადა ტრამპმა.
13 დეკემბერს, ISIS-ის მებრძოლმა ჩასაფრების შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი ამერიკელი სამოქალაქო მოკლა, თავდასხმის შედეგად დაიჭრა კიდევ სამი სამხედრო. თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს დაიღუპა.