აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების თავმჯდომარეებმა გიორგი ბარამიამ და ლევან ვარშალომიძემ აჭარაში ჩასახლებულ დევნილები მოინახულეს.
კერძოდ კი, ბარამიამ და ვარშალომიძემ საზღვაო აკადემიის, სასტუმრო "მეზღვაურებს", მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობა-ნაგებობებსა და ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში კომპაქტური ჩასახლებულ დევნილებს ეწვივნენ, რომელთაც სასურსათო პროდუქტები გადასცეს.
"დევნილებს უამრავი პრობლემა აქვთ. ვცდილობთ, მათი პრობლემა გავითვალისწინოთ. ჩვენ გვინდა მათ იცოდნენ, რომ მათი მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებაზე მუდმივად ზრუნავს", - განაცხადა ბარამიამ.
გიორგი ბარამია ხვალ ფოთში დევნილებისათვის მშენებარე კორპუსის მშენებლობას მოინახულებს, რის შემდეგაც ხობის რაიონში გაემგზავრება და კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს დახმარებებს გადასცემს.