ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას დადებით შეფასებას 51% აძლევს.
NDI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე - როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას მთლიანობაში?
ძალიან დადებითად და დადებითად - 51%-მა შეაფასა, უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად - 11%, ნეიტრალური პოზიცია 19% დააფიქსირა, ხოლო 19%-მა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
ამასთან, კითხვაზე საჭიროა თუ არა საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია, იმისთვის რომ თქვენი ინტერესები წამოაჩინოს.
გამოკითხულთა 19% თვლის, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას, ხოლო 65% მიაჩნია, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა საჭირო არ არის, 26% კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 11-დან 26 აპრილამდე სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. სულ 2 378 ადამიანია გამოკითხული.