კანადაში დაკარგული მარიამ მახნიაშვილის მამა ტორონტოს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ კანადური მედია იუწყება.
მედიის ცნობით, ვახტან მახნიაშვილი ტორონტოს სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა მოსამართლემ გირაოს დეტალების გამოქვეყნება აკრძალა. სასამართლო პროცესს ბრალდებულის მეუღლეც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ კანადელმა სამართალდამცავებმა მახნიაშვილი მეზობელზე თავდასხმის ბრალდებით 9 მაისს დააკავეს.