ორკვირიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ქალაქი ფოთი ისევ დაიტბორა. წყლით არის დაფარული ქალაქის ცენტრალური ქუჩები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და ზამთრისთვის შენახული სურსათი.
ფეხით მოსიარულეებისთვის ქუჩებში გადადგილება შეუძლებელია, შეზღუდულია ტრასნპორტის მოძრაობაც. ფოთში ხუთივე სატუმბი სადგური მუშაობს, თუმცა პრობლემის მოგვარება გადაუღებელი წვიმებისს გამო ვერ ხერხდება.
ანალოგიური ვითარებაა ფოთთან ახლოს მდებარე სოფელ ჭალადიდშიც.