ხელისუფლება გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ქვეყანაში შემოტანის აკრძალვას ვერ დაუშვებს. ამის შესახებ განცახდება საპარალმენტო უმრავლესობის წარმომადგნელმა პავლე კუბლაშვილმა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურალისტებთან საუბრისას გააკეთა.
სხდომაზე იმსჯელეს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. უმრავლესობის წარმომადგენელი გია გოგუაძე ითხოვს, რომ მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება და მეორე მხრივ, მოხდეს გენმოდოფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების აკრძალვა.
მთავრობა ამ მოთხოვნის გაზიარებას მხოლოდ ნაწილობრივ აპირებს. როგორც პავლე კუბლაშვილი განმარტავს, ხელისუფლება მზად არის გაიზიაროს მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც პროდუქციის რეალიზებისას მარკირების აუცილებლობას ითვალისწინებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ცოცხალი ორგანიზმების შემოტანის აკრძალვას, პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ამას ვერ გაიზიარებს, რადგან მისი თქმით, ის შექმნის ისეთ პრობლემებს, რასაც მთავრობა ვერ დაუშვებს.
"ამ თემაზე მსჯელობა კიდევ გაიმარტება და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. ამ ეტაპზე კი მთავრობას გააჩნია ასეთი ხედვა", - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.