პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
თუმცა მისი თქმით, ეს მოხდება "მაქსიმალური სიფრთხილით", რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია", _ ეს განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან იმ ფაქტის კომენტარისას გააკეთა, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ რჩებიან სეპარატისტული ხელისუფლების ტყვეობაში.
დავით ბაქრაძე ამ ფაქტს სრულიად უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ვითარების კონტროლი რეალურად ვერ ხორციელდება. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ამ პირების გასათავისუფელბლად და პირობას დებს, რომ "ხელისუფელბა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება დროულად მოხდეს",
"თუმცა ეს უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა ამ ფაქტის გამოყენებით არ მოხდეს ვითარების ესკალაცია", _ განაცხადა ბაქრაძემ.