პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზად არის პირადად შეუწყოს ხელი კონსტანტინე გამსახურდიას, რათა მან პარლამენტში საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს კონსტანტინე გამსახურდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ბაქრაძესა და გამსახურდიას შორის დახურული შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარალმენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისაუბრეს როგორც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის საკითხებზე, ასევე იმაზეც, რაც კონსტანტინე გამსახურდიას პრიორიტეტულად მიაჩნია.