პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმება კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილებას მანდატის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს კონსტანტინე გამსახურდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ბაქრაძესა და გამსახურდიას შორის დახურული შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბაქრაძის შეფასებით, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ოპოზიცია მზად არის ცივილიზებული ურთიერთობისათვის და მნიშვნელოვანს უწოდებს "პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან პარალმენტის შენობაში გადატანას".
რაც შეეხება კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში მომავალ საქმიანობას, რა თანამდებობას დაიკავებს და იქნება თუ არა კომისიის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამ თემაზე კონსულტაციები კონსტანტინე გამსახურდიას მანდატის ოფიციალურად აღდგენის შემდეგ გაიმართება და გადაწყვეტილებებიც ამის შემდეგ იქნება მიღებული.