საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების დეპუტატი შაირ საფაროვი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2 000 ლარი.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.