დღეს საქალაქო სასამართლო ე.წ კორტების სპეც-ოპერაციის საქმეზე იმსჯელებს. საქმე უკვე არსებით განხილვაზეა გადასული. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება, რომელიც შესაძლოა მოწმეების დაკითხვით დაიწყოს. საქმე 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება, რომლსაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეში ბრალდებულნი არიან ძალოვანი უწყების ყოფილი მარალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე. საქმის განხილვა დღეს 12 საათზე დაიწყება.