დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი და ჟურნალისტური გამოძიების ბიურო ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკის დივერსიაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "დრო და სივრცის" დირექტორთან თენგიზ ჩხიკვაძესთან ერთად პარალმენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ჩხიკვაძემ აღნიშნა, ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო ორი წლის განმავლობაში იკვლევს გზების დეპარტამენტში შექმნილ მდგომარეობას და მისი თქმით, აღმოჩენილია ამ სფეროში უამრავი დარღვევები.
ცაგარეიშვილი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს შორის გაფორმდა მრავალმილიონიანი საკრედიტო ხელშეკრულებები ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
რაც შეეხება კონკრეტულად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ამისათვის აღებული კრედიტების საერთო ჯამური ოდენობა აღემატება 130 მილიონ დოლარს. თუმცა როგორც აცხადებენ, ჟურნალისტურმა კველვამ დაადასტურა რომ ეს თანხა იხარჯება არამიზნობდივად და რაც მთავრია, ხდება ქვეყანაში გზების მშენებლობის დარგის მიზანმიმართული ნგრევა.
ცაგარეიშვილისა და ჩხიკვაძის განმარტებით, ქართული მხარე გზების მშენებლობისას გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი პირობებია ჩადებული, რომელიც ქართულ კომპანიებს გამარჯვების შანსს უკარგავს და შესაბამისად მთელი ფული გადადის უცხოური კომპანიების ხელში.
"ტენდერის პირობაში ჩადებულია, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს გზების მშენებლობის გამოცდილება. ქვეყანაში გზების რეაბილიტაცია დაიწყო ბოლო წლების განმავლობაში და თუ კომპანიები არ დასაქმდებიან, ისინი ამ გამოცდილებას საიდან შეიძენენ", - კითხულობს ცაგრეიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს პირობა სწორედ იმიტომ არის ჩადებული, რათა ქართველმა კომპანიებმა გამარჯვება ვერ შეძლონ და ფული გადავიდეს უცხოური კომპანიების ხელში, რომელთა უკან ცაგარეიშვილის თქმით, სავარაუდოდ ქართველი ჩინოვნიკები დგანან.
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ მან სათანადო შეკითხვით უკვე მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ამ საკითხზე პასუხის გაცემა ევალებათ, ასევე მსოფლიო ბანკს, რადგან მისი თქმით, მსოფლიო ბანკი, როდესაც საქართველოსთან სასესხო ხელშეკრულებებს აფორმდებდა ყველგან ჩადებული იყო პირობა, რომ ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ქვეყანაში ეკონომიკის რეაბილიტაციას და არსად არ იყო გაწერილი ტენდერის პირობა, რომ კომპანიას მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა. შესაბამისად ცაგარეიშვილი აცახდებს, რომ ხდება მსოფლიო ბაკთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევა და მიიჩნევს რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.