სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას შეფასებით, „ამ ეტაპზე მთის სამინისტროს შექმნისათვის არც დრო და არც საშუალება ამ წელს არ იქნება“. ამის შესახებ მან გადაცემა „2030“-ში განაცხადა.
„მთის სამინისტროს შექმნაზე საჭიროა სერიოზული მსჯელობა, იმიტომ რომ რთულია დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება. პირიქით, უნდა ვიფიქროთ, როგორ მოხდეს არსებული სამინისტროების ოპტიმიზაცია. ამ ეტაპზე, ალბათ, ამისი არც დრო და არც საშუალება ამ წელს არ იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.