უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა ისაუბრა „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილე ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართა.
„ეს უკვე მეორე ასეთი შეხვედრაა - წინა შეხვედრა პარიზში შედგა. და დღეს ჩვენ გავაგრძელეთ ღრმა დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. ჩვენ ხაზო გავუსვით, რომ ჩვენ ერთგული ვართ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ“, - დაწერა ერმაკმა Telegram-ზე.
ერმაკის თქმით, უკრაინა მადლიერია პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერისთვის და ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის საერთო სურვილისთვის.
„რუსეთი აგრძელებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმას, პროცესის გაჭიანურებას და მოლაპარაკებებით მანიპულირებას. მაგრამ საერთაშორისო ერთიანობა და ჩვენი პარტნიორების მკაფიო პოზიცია მას შანსს არ უტოვებს. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა მივაღწიოთ მთავარ მიზანს: სამართლიან მშვიდობას უკრაინისთვის“, - განაცხადა ერმაკმა.
ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის უკრაიანსი მიმდინარე ომის შესაძლო მოგვარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართებოდა.